AC1715 მომხმარებლის სახელმძღვანელო
შინაარსი 1 მნიშვნელოვანია ���������������������������������������������������������������� 2 2 ჰაერის გამწმენდი �������������������������������������������������������������� 6 3 პირველი ნაბიჯები ������������������������������������������������������������� 8 4 ჰაერის გამწმენდის გამოყენება ���������������������������������10 5 გასუფთავება და მოვლა-შენახვა �������������������������������14 6 7 8 უსაფრთხოება �������������������������������������������������������������������������������������
1 მნიშვნელოვანია უსაფრთხოება ყურადღებით წაიკითხეთ მომხმარებლის ეს სახელმძღვანელო მოწყობილობის ჩართვამდე და შეინახეთ ის მომავალში გამოსაყენებლად. მოწყობილობის ყველაზე მაღალი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად დარწმუნდით, რომ გამწმენდის უახლეს ვერსიას იყენებთ. ამ განახლების გაკეთება Clean Home+ აპის მეშვეობით შეგიძლიათ.
ბავშვებისთვის აკრძალულია მოწყობილობის გაწმენდა და მოვლა-შენახვა მეთვალყურეობის გარეშე. • არ დაბლოკოთ ჰაერის შემშვები და გამომშვები, მაგალითად, მათ წინ საგნების განთავსებით. • დარწმუნდით, რომ მოწყობილობაში არ მოხვდება უცხო სხეულები ჰაერის გამომშვების გავლით. • Wi-Fi-ს სტანდარტული ინტერფეისი: 802.11b/g/n 2,4 გჰც, მაქსიმალური გამომავალი სიმძლავრე: 31,62 მლვტ EIRP (ეკვივალენტური იზოტროპულად გასხივებული სიმძლავრე).
• • • • • • არ გამოიყენოთ ეს მოწყობილობა, თუ შენობაში კვამლის ტიპის ინსექტიციდით სარგებლობთ ან ადგილებში, სადაც ნავთობის ნარჩენები, წვადი საკმეველი ან ქიმიური გამონაბოლქვია. არ გამოიყენოთ მოწყობილობა გაზის დანადგარებთან, გამათბობელ მოწყობილობებთან ან ბუხრებთან ახლოს. სხვა ადგილას გადატანის, გაწმენდის, ფილტრის შეცვლის ან სხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულების წინ მოწყობილობა ყოველთვის გამორთეთ შტეფსელიდან. მოწყობილობა მხოლოდ ექსპლუატაციის ნორმალურ პირობებში საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.
გადამუშავება ეს სიმბოლო ნიშნავს, რომ მოცემული პროდუქტი ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ უნდა განთავსდეს (2012/19/EU). დაიცავით თქვენი ქვეყნის წესები, რომლებიც ელექტრული და ელექტრონული პროდუქტების განცალკევებით შეგროვებას ეხება. ნარჩენების სწორი განთავსება ხელს უწყობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას. ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამარტივებული დეკლარაცია DAP B.V. აცხადებს, რომ რადიოაპარატურის ტიპი AC1715 შეესაბამება დირექტივას 2014/53/EU.
2 ჰაერის გამწმენდი Philips მოგესალმებათ და გილოცავთ ახალ შენაძენს! Philips-ის მხარდაჭერის სრულყოფილად გამოსაყენებლად თქვენი პროდუქტი დაარეგისტრირეთ აქ: www.Philips.com/welcome.
მართვის ელემენტების მიმოხილვა მართვის ღილაკები ინდიკატორების ჩართვის/ გამორთვის ღილაკი ჩართვის/გამორთვის ღილაკი რეჟიმის გადართვის ღილაკი საინფორმაციო პანელი Wi-Fi-ს ინდიკატორი ავტომატური რეჟიმი 1-ლი სიჩქარე მე-2 სიჩქარე ტურბო რეჟიმი ძილის რეჟიმი PM2.
3 პირველი ნაბიჯები ფილტრის დაყენება პირველ ჯერზე გამოყენებამდე ფილტრს მოაშორეთ ყველა შესაფუთი მასალა. შენიშვნა: ფილტრის დაყენებამდე დარწმუნდით, რომ ჰაერის გამწმენდი გამორთულია შტეფსელიდან. 2 1 1 2 3 4 5 3 4 5 მოქაჩეთ უკანა საფარს და ამოიღეთ მოწყობილობიდან. ამოიღეთ ფილტრი მოწყობილობიდან. ჰაერის გამწმენდის ფილტრს მოაშორეთ ყველა შესაფუთი მასალა. ჩადეთ ფილტრი უკან მოწყობილობაში. ხელახლა მიამაგრეთ უკანა საფარი.
კვების წყაროსთან დაკავშირება შენიშვნა: ელექტროშოკის საფრთხე! ცვლადი დენის ელექტროკაბელის გამოძრობისას ყოველთვის შტეკერი გამოიღეთ ბუდიდან. არასდროს მოქაჩოთ კაბელს. კვების წყაროს ადაპტერი შეაერთეთ: • ჯერ მოწყობილობის ელექტროკვების როზეტში. • შემდეგ კედლის როზეტში. Wi-Fi კავშირი Wi-Fi-ს პირველად დაყენება ჩამოტვირთეთ და დააყენეთ აპლიკაცია Philips „Clean Home+“ App Store-დან ან Google Play-დან. 2 ჰაერის გამწმენდის შტეკერი შეაერთეთ შტეფსელში და მის ჩასართავად შეხებით აირჩიეთ .
Wi-Fi-ს ხელახლა დაყენება შენიშვნა: • ხელახლა დააყენეთ Wi-Fi, თუ თქვენი სტანდარტული ქსელი შეიცვალა. 1 ჰაერის გამწმენდის შტეკერი შეაერთეთ შტეფსელში და მის ჩასართავად შეხებით აირჩიეთ . 2 შეხებით აირჩიეთ და ხელი არ აუშვათ 3 წამის განმავლობაში, სანამ ხმოვან სიგნალს არ გაიგონებთ. » ჰაერის გამწმენდი დაწყვილების რეჟიმზე გადავა. » Wi-Fi-ს ინდიკატორი ნარინჯისფრად აციმციმდება. 3 მიჰყევით მე-3 და მე-4 ნაბიჯს განყოფილებაში „Wi-Fi-ს პირველად დაყენება“.
საცხოვრებლის შიგნით ჰაერის დამაბინძურებლების უმრავლესობა მიეკუთვნება კატეგორიას PM2.5 — ჰაერში არსებულ დამაბინძურებელ ნაწილაკებს, რომლებიც 2,5 მიკრომეტრს არ აღემატება ზომაში. ამ ელემენტების ძირითადი წყაროა თამბაქოს კვამლი, მოსამზადებელი საკვები პროდუქტები და ანთებული სანთლები. რამდენიმე ბაქტერია, ობის უმცირესი სპორა და ალერგენი, რომლებსაც ცხოველთა კანი და მტვრის ნაწილაკები შეიცავს ასევე შედის კატეგორიაში: PM2.5.
რეჟიმის პარამეტრის შეცვლა ღილაკზე შეხებით შესაძლებელია ავტომატური რეჟიმის, 1-ლი სიჩქარის, მე-2 სიჩქარის, ტურბო რეჟიმისა და ძილის რეჟიმის არჩევა. ავტომატური რეჟიმი ( ): ჰაერის გამწმენდი ავტომატურად დაარეგულირებს ვენტილატორის სიჩქარეს გარემომცველი ჰაერის ხარისხის შესაბამისად. მექანიკური სიჩქარე ( & ): მექანიკურ რეჟიმში ჰაერის გამწმენდი 1-ლი ან მე-2 სიჩქარით იმუშავებს. ტურბო რეჟიმი ( ): ტურბო რეჟიმში ჰაერის გამწმენდი მაქსიმალური სიჩქარით იმუშავებს.
დისპლეის ინდიკატორის შეცვლა შენიშვნა: მოწყობილობის დისპლეიზე ნაგულისხმევად გამოსახულია PM2.5 დონე. • IAI/PM2.5-ს შორის დისპლეის ინდიკატორის გადასართავად შეეხეთ და 3 წამის განმავლობაში ხელი არ გაუშვათ ღილაკს . 3s 3s სინათლის ჩართვის/გამორთვის ფუნქცია სინათლის სენსორით შესაძლებელია მართვის პანელის ავტომატური ჩართვა, გამორთვა ან გაფერმკრთალება გარემოს განათების შესაბამისად. მართვის პანელი გამორთული ან ფერმკრთალი იქნება, თუ გარემოს განათება სუსტია.
5 გასუფთავება და მოვლა-შენახვა შენიშვნა: • გასუფთავებამდე მოწყობილობა ყოველთვის გამორთეთ შტეფსელიდან. • არასდროს ჩადოთ მოწყობილობა წყალში ან სხვა სითხეში. • მოწყობილობის არცერთი ნაწილის გასასუფთავებლად არასდროს გამოიყენოთ აბრაზიული, აგრესიული ან აალებადი გამწმენდი საშუალებები, როგორიცაა მათეთრებელი ან ალკოჰოლი. • ფილტრის გასაწმენდად არასდროს გამოიყენოთ სითხე (მათ შორის, წყალი). • მტვერსასრუტით არ სცადოთ ნაწილაკების სენსორის გაწმენდა.
სინამდვილეში ჰაერის ხარისხი კარგია. ასეთ შემთხვევაში გაასუფთავეთ ნაწილაკების სენსორი. 2 3 5 გამორთეთ ჰაერის გამწმენდი და კვების წყაროს ბუდიდან გამოაძრეთ შტეკერი. გახსენით ჰაერის სენსორის საფარი. ნაწილაკების სენსორი გაწმინდეთ ბამბის სველი ტამპონით. რბილი, მშრალი ქსოვილით გულდასმით გაამშრალეთ ყველა ნაწილი. დახურეთ ჰაერის ხარისხის სენსორი.
მოქაჩეთ უკანა საფარს და ამოიღეთ მოწყობილობიდან. ამოიღეთ ფილტრი მოწყობილობიდან. მტვერსასრუტით გაასუფთავეთ ფილტრის ზედაპირი. ჩადეთ ფილტრი უკან მოწყობილობაში. ხელახლა მიამაგრეთ უკანა საფარი. 9 ჰაერის გამწმენდის შტეკერი მოათავსეთ კვების წყაროს ბუდეში. 8 შეხებით აირჩიეთ ღილაკი მოწყობილობის ჩასართავად. 9 ფილტრის გასუფთავების დროის გადასატვირთად შეხებით აირჩიეთ ღილაკი და და 3 წამის განმავლობაში არ აუშვათ ხელი. 10 ფილტრის გასუფთავების შემდეგ გულდასმით დაიბანეთ ხელები.
ფილტრის გამოცვლა შენიშვნა: • დაუშვებელია ფილტრის გარეცხვა ან ხელახლა გამოყენება. • ფილტრების გამოცვლამდე ყოველთვის გამორთეთ ჰაერის გამწმენდი და შტეფსელიდან გამოაძრეთ შტეკერი. ფილტრის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინების მოქმედება ინდიკატორის სტატუსი ინთება გამაფრთხილებელი შეტყობინება ფილტრის გამოცვლის შესახებ 1 გამორთეთ ჰაერის გამწმენდი და კვების წყაროს ბუდიდან გამოაძრეთ შტეკერი. 2 2 3 4 5 6 7 გამოცვალეთ NanoProtectის ფილტრი (FY1700/30) 3 4 5 6 მოქაჩეთ უკანა საფარს და ამოიღეთ მოწყობილობიდან.
8 შეხებით აირჩიეთ ღილაკი მოწყობილობის ჩასართავად. 9 ფილტრის ვარგისიანობის ვადის მრიცხველის 9 გადასატვირთად შეხებით აირჩიეთ ღილაკი და და 3 წამის განმავლობაში არ აუშვათ ხელი. 10 ფილტრის გამოცვლის შემდეგ გულდასმით დაიბანეთ ხელები. შენიშვნა: არ დაყნოსოთ ფილტრი, რადგან ის გაჯერებულია ჰაერიდან შეგროვებული დამაბინძურებელი აგენტებით. + 3s ფილტრის გადატვირთვა ასევე შეგიძლიათ, ეკრანზე ფილტრის შეცვლის შესახებ გაფრთხილების ( ) გამოჩენამდე გამოცვალოთ ფილტრი.
6 შენახვა 1 2 3 4 5 6 გამორთეთ ჰაერის გამწმენდი და გამოაძრეთ შტეკერი ელექტროქსელიდან. გაასუფთავეთ ჰაერის გამწმენდი, ნაწილაკების სენსორი და ფილტრის ზედაპირი (იხილეთ თავი „გასუფთავება და მოვლა-შენახვა“). შენახვამდე სრულყოფილად გააშრეთ ყველა ნაწილი. ფილტრი მოათავსეთ პლასტმასის ჰერმეტულ პაკეტებში. ჰაერის გამწმენდი და ფილტრი შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას. ფილტრთან მოპყრობის შემდეგ ყოველთვის გულდასმით დაიბანეთ ხელები.
პრობლემა შესაძლო გადაწყვეტა ჰაერის ხარისხი არ უმჯობესდება მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, რაც მოწყობილობა მუშაობს. • • • • • • შეამოწმეთ, ფილტრიდან მოშორებულია თუ არა შესაფუთი მასალა. ფილტრი არ დევს მოწყობილობაში. დარწმუნდით, რომ ფილტრი (FY1700/30) სწორადაა დაყენებული. ნაწილაკების სენსორი სველია. თქვენს ოთახში ტენიანობის დონე მაღალია და კონდენსაციას იწვევს. დარწმუნდით, რომ ჰაერის ხარისხის სენსორი სუფთა და მშრალია (იხილეთ თავი „გასუფთავება და მოვლაშენახვა“).
პრობლემა შესაძლო გადაწყვეტა მოწყობილობა ზედმეტად ხმაურობს. • • • • მოწყობილობა მაინც აჩვენებს, რომ ფილტრია შესაცვლელი, მაგრამ უკვე შევცვალე. ეკრანზე ჩნდება შეცდომის კოდები: „E1“. ნორმალურია, თუ მოწყობილობა ტურბო რეჟიმში იმუშავებს. ავტომატურ რეჟიმში მოწყობილობამ შეიძლება ხმაურიანად იმუშაოს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჰაერის ძალიან დაბალი ხარისხი ან აპლიკაციაში ვენტილატორის მაღალი სიჩქარის მითითება. შეგიძლიათ, მოწყობილობა „ძილის“ რეჟიმში გადართოთ ან აპლიკაციაში შეცვალოთ პარამეტრები.
პრობლემა შესაძლო გადაწყვეტა • • • • Wi-Fi ვერ ყენდება. • • • • • 22 KA თუ რუტერი, რომელთანაც თქვენი გამწმენდია დაკავშირებული ორდიაპაზონიანია და ამჟამად 2,4 გჰც-იან ქსელთან არაა დაკავშირებული, იმავე რუტერის (2,4 გჰც) სხვა დიაპაზონზე გადადით და ხელახლა ცადეთ გამწმენდის დაწყვილება. 5 გჰც ქსელები მხარდაჭერილი არაა. ვებ-ავთენტიფიკაციის ქსელები მხარდაჭერილი არაა. შეამოწმეთ, Wi-Fi-ს რუტერის დაფარვის სივრცეში ხვდება თუ არა გამწმენდი.
8 გარანტია და მომსახურება თუ ინფორმაცია გჭირდებათ ან პრობლემა გაქვთ, ეწვიეთ Philips-ის ვებსაიტს: www.philips.com ან Philips-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრს დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში (ტელეფონის ნომერს გლობალური გარანტიის ბროშურაში იპოვით). თუ მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრი თქვენს ქვეყანაში არაა, Philips-ის ადგილობრივ სავაჭრო აგენტს მიმართეთ. ნაწილებისა და აქსესუარების შეკვეთა თუ ნაწილის შეცვლა გჭირდებათ ან დამატებითი ნაწილის შეძენა გსურთ, ეწვიეთ Philips-ის სავაჭრო აგენტს ან იხილეთ www.philips.
© 2021 Philips Domestic Appliances Holding B.V. ყველა უფლება დაცულია. AC1715_user manual_v1.