User Manual
Table Of Contents
20 KA
პრობლემა შესაძლოგადაწყვეტა
ჰაერის ხარისხი
არ უმჯობესდება
მიუხედავად
იმისა, რომ
დიდი ხანია, რაც
მოწყობილობა
მუშაობს.
•
შეამოწმეთ, ფილტრიდან მოშორებულია თუ არა
შესაფუთი მასალა.
•
ფილტრი არ დევს მოწყობილობაში. დარწმუნდით,
რომ ფილტრი (FY1700/30) სწორადაა დაყენებული.
•
ნაწილაკების სენსორი სველია. თქვენს ოთახში
ტენიანობის დონე მაღალია და კონდენსაციას იწვევს.
დარწმუნდით, რომ ჰაერის ხარისხის სენსორი სუფთა
და მშრალია (იხილეთ თავი „გასუფთავება და მოვლა-
შენახვა“).
•
ოთახის ზომა დიდია ან ღია სივრცეში ჰაერის
ხარისხი ცუდია. გაწმენდის ოპტიმალური შედეგების
მისაღებად ამ მოწყობილობის მუშაობისას დახურეთ
კარები და ფანჯრები.
•
დაბინძურების წყაროები შეიძლება იყოს დახურულ
სივრცეშიც. მაგალითად, სიგარეტი, საკვები,
არომატული სანთლები, სუნამო ან ალკოჰოლი.
•
ფილტრმა სასიცოცხლო ციკლის დასასრულს მიაღწია.
ახლით ჩაანაცვლეთ ფილტრი.
ჰაერის ხარისხის
ინდიკატორის
ფერი არ
იცვლება.
•
ნაწილაკების სენსორი დაბინძურებულია.
გაასუფთავეთ ნაწილაკების სენსორი (იხილეთ თავი
„დასუფთავება და მოვლა-შენახვა“).
მოწყობილობა
უცნაურ სუნს
გამოსცემს.
•
თავიდან მოწყობილობამ შეიძლება გამოსცეს
პლასტმასის სუნი. ეს ნორმალურია. თუმცა, თუ
მოწყობილობა ფილტრების მოხსნის შემდეგაც
კი დამწვრის სუნს გამოსცემს, Philips-ის სავაჭრო
აგენტს ან Philips-ის სერვისცენტრს დაუკავშირდით.
გარკვეული პერიოდით გამოყენების შემდეგ
ფილტრმა სუნი შეიძლება გამოსცეს შიდა
აირების შეწოვის გამო. ფილტრის გამოყენების
გასაგრძელებლად რეკომენდებულია მისი ხელახალი
გააქტიურება მზის პირდაპირი სხივების ქვეშ
მოთავსებით. თუ სუნი მაინც დარჩება, ფილტრი
გამოცვალეთ.