User manual

Table Of Contents
772
ქართული ენა
3
Philips Sonicare-ის ჩასართავად, დააჭირეთ
ჩართვა/გამორთვის ღილაკს.
4
ფრთხილად მოათავსეთ ჯაგრულები კბილებსა და
ღრძილის ხაზზე. გაიწმინდეთ კბილები მცირე წინ
და უკან მოძრაობით ისე, რომ ჯაგრულები
წვდებოდნენ კბილებს შორის. განაგრძეთ ასეთი
მოძრაობა წმენდის ციკლის განმავლობაში.
შენიშვნა: ჯაგარი ოდნავ უნდა გაიშალოს. ხელის
კბილის ჯაგრისის მსგავსად გაწმენდა
რეკომენდებული არ არის.
შენიშვნა: თუ ზედმეტ ზეწოლას იყენებთ თქვენ
გეცნობებათ სახელურის ვიბრაციის ცვლილების
მეშვეობით და ჯაგრისის თავის ცვლილების
შემხსენებელი ქარვისფერი ნათებით.
5
წინა კბილების შიდა ზედაპირის გასაწმენდად
მოხარეთ ჯაგრისის სახელური ნახევრად
ვერტიკალურად და რამდენჯერმე გაუსვით
თითოეულ კბილზე ისე, რომ ხეხვისას
ვერტიკალურად ფარავდეს.
6
მას შემდეგ, რაც წმენდის ციკლს დაასრულებთ,
შეგიძლიათ დამატებითი დრო თქვენი კბილების
საღეჭი ზედაპირებისა და იმ უბნების, წმენდას
მოახმაროთ, სადაც ნადები წარმოიშობა. ასევე,
შეგიძლიათ გაიწმინდოთ ენა, ჩართული ან
გამორთული კბილის ჯაგრისით, თქვენი
სურვილის შესაბამისად.
შენიშვნა: Philips Sonicare კბილის ჯაგრისი იქნება
უსაფრთხო ბრეკეტებზე გამოყენებისას (ჯაგრისის
თავები უფრო ადრე ცვდება ბრეკეტებზე
გამოყენებისას) და აღდგენილ კბილებზე
(შემავსებლები, გვირგვინები, ვინირები) თუ
სათანადოდაა გაკეთებული და არ არის დეფექტური.