User manual

Table Of Contents
820
ქართული ენა
შენიშვნა: აპლიკაციის გამოყენებისას დარწმუნდით,
რომ თქვენი ტელეფონის Bluetooth ჩართულია, რათა
კბილის ჯაგრისმა შეძლოს თქვენი ჯაგრისის
მონაცემების გადატანა და განახლება აპში. ხეხვის
მონაცემების შეგროვების მიზეზებთან
დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში გაეცანით
Sonicare-ს კონფიდენციალურობის დებულებას,
რომელიც ხელმისაწვდომია აპის დაყენების მთელ
პროცესში.
აპლიკაცია - მახასიათებლები
Sonicare-ს კბილის ელექტროჯაგრისი აღჭურვილია
ჭკვიანი სენსორებით იმისთვის, რომ უკუკავშირის
მეშვეობით გაგაცნოთ ხეხვის თქვენი ჩვევები, მათ
შორის:
- ხეხვის ყოველდღიური სესიები
- ხეხვის თითოეული სესიის განმავლობაში
დახარჯული დრო
- ხეხვისას გამოყენებული დაწოლა
- შეხსენება ჯაგრისის თავის გამოცვლის შესახებ
(რეალური გამოყენების მიხედვით)
Sonicare-ს აპი აგროვებს ჭკვიანი სენსორების მიერ
მიწოდებულ მონაცემებს და აკონტროლებს ხეხვის
თქვენს ჩვევებს დროთა განმავლობაში.
დაწყება
1
გაასწორეთ ჯაგრისის თავი ისე, რომ ჯაგრულა
სახელურის წინა მხრის მიმართულებით იყოს.
2
მაგრად დააჭირეთ თავი მეტალის სამაგრზე,
სანამ არ გაჩერდება.
შენიშვნა: ნორმალურია, თუ ჯაგრისის თავსა და
სახელურს შორის მცირე არეს შენიშნავთ.